პროექტის – “მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების პრინციპის დანერგვის მხარდაჭერა”, პრეზენტაცია გაიმართა

სასტუმრო „ჰოლიდე ინნში” პროექტის – „ნარჩენების მართვის კოდექსით” განსაზღვრული “მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების“ (მგვ) პრინციპის დანერგვის მხარდაჭერა“ – პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გრიგალავამ და გაეროს ელჩმა საქართველოში, ნილს სკოტმა მიმართეს.
ნარჩენების მართვის კოდექსი რიგ ახალ ვალდებულებებს აკისრებს როგორც საჯარო, ასევე, კერძო სექტორის წარმომადგენლებს. ერთ-ერთი ასეთი მოთხოვნაა „მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების“ (მგვ) პრინციპის დანერგვა საქართველოში. კერძოდ, კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, ისეთი პროდუქტის უშუალო მწარმოებლები და ბაზარზე განმათავსებლები, რომელიც შემდგომ სპეციფიკური ნარჩენი ხდება, ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ პროდუქტისგან წარმოქმნილი სპეციფიკური ნარჩენის გარემოზე უარყოფითი გავლენის შემცირება და ასეთი ნარჩენების აღდგენა/განთავსება.
პროექტი ინიცირებულია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ და მას ორგანიზაცია „Georgia’s Environmental Outlook” – GEO, საქართველოში  გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)  და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით ახორციელებს.
პრეზენტაციას სამთავრობო სტრუქტურების, საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესასოციაციების, სავაჭრო პალატების და კომპანიების 70-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები