ლილოს ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძარს 5 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ებრძვის

ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. როგორც “კვირას” შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ნაგავსაყრელზე გაჩნდა. მათივე ინფორმაციით, შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე სამაშველო ჯგუფები გავიდნენ, ამ დროისთვის, მეხანძრეები ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ. ადგილზე მობილიზებულია 5 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.
ნაგავსაყრელზე გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ არ დაშვებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები