თამაზ ბაკურიძის ძმის სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის” თავმჯდომარის ძმის, კობა ბაკურიძის ზღვაში სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო. როგორც სამაშველო სამსახურში აცხადებენ, ზღვაში ამ დროისათვის 5-ბალიანი შტორმია, ამიტომ წყლის ზედაპირული დათვალიერება მიმდინარეობს.
როგორც თამაზ ბაკურიძე აცხადებს, მისი ძმა 3 ივნისს, დაახლოებით 19:00 საათის შემდეგ გაუჩინარდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები