ალასანიას ქუჩაზე სპორტული მოედანი მოეწყო

თბილისში, ალასანიას ქუჩის №23-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტული მოედანი მოეწყო.
განახლებული მოედანი საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილემ, ლუკა კანკავამ დაათვალიერა. მოედანზე დაიგო მესამე თაობის ხელოვნური ბალახი, დამონტაჟდა ფეხბურთის კარები და საკალათბურთო ფარები. სამუშაოები შპს „დოკასპორტმა“ განახორციელა. მიმდინარე წელს, საბურთალოს რაიონში უკვე მოეწყო 22 სპორტული მოედანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები