თურქეთში ქართველი ემიგრანტი მოკლეს

თურქეთში, ბაირამ ფაშაში, კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია “ემიგრანტთა იმედის” ხელმძღვანელი – შოთა სიხარულიძე ავრცელებს.
ორგანიზაციის ხელმძღვანელის ცნობით, მას გარდაცვლილის, გ.მაჩაიძის და – ხ. მაჩაიძე დაუკავშირდა და მომხდარის შესახებ შეატყობინა. სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მოკლულს თავის არეში დანით მიყენებული სასიკვდილო ჭრილობები აქვს.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები