ამ საღამოს, “იბერიაზე” პოლიტიკური ლიდერის მეუღლის დაუმონტაჟებელი ინტერვიუ გავა
რა მსგავსებაა ქართულ პოლიტიკასა და ეშმაკის ბორბალს შორს? – ამ რიტოროკულ კითხვას პასუხი დღეს, ტელეკომპანია „იბერიას“ გადაცემაში – „ინტერვიუ ვანიჩკასთან“ გაეცემა, რომელიც ეთერში, ტრადიციულად, 21:30 საათზე გავა.
როგორც წესი, გადაცემის სტუმრის ვინაობა წინასწარ არ სახელდება, თუმცა გადაცემის ავტორი და პროდიუსერი ვანო პავლიაშვილი ერთ მინიშნებას აკეთებს და აცხადებს, რომ მართალია, მისი რესპონდენტი საჯარო სამსახურში არასოდეს ყოფილა, მაგრამ თავდასხმის ობიექტი არაერთხელ გამხდარა.
„თინეიჯრეობაში განცდილი სისხლიანი ტკივილი, შოკისმომგვრელი სიტუაციები, სამკაულად ქცეული მსოფლიოს ქალაქებში შეგროვილი ქუჩის ნაგავი, ვინ და რატომ სძალავდა ფულს, რა სტკივა, რა უხარია და რატომ არ წავიდა ქვეყნიდან, – ყველაფერ ამაზე პოლიტიკური ლიდერის მეუღლე დაუმონტაჟებელ ინტერვიუში ისაუბრებს,“ – აღნიშნავს პავლიაშვილი.
შეგახსენებთ: დაუმონტაჟებელი ინტერვიუების ციკლი – „ინტერვიუ ვანიჩკასთან“ ტელეკომპანია „იბერიას“ ერთ-ერთი რეიტინგული პროექტია, რომელიც ეთერში ყოველ ოთხშაბათს, 21:30 საათზე გადის. ამ ეტაპზე, გადაცემის სტუმრები იყვნენ: საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის ყოფილი უფროსი ირაკლი ბათიაშვილი; ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარე გიორგი ლომია; საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას უფროსი ვაჟი კონსტანტინე გამსახურდია; შს ყოფილი მინისტრი, ამჟამად დეპუტატი კობა ნარჩემაშვილი; ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე და სამცხე-ჯავახეთის ყოფილი გუბერნატორი გიგლა ბარამიძე.