თბილისში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს

თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს. ისინი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოიწამლნენ. მომხდარის მიზეზი, სავარაუდოდ, წყლის გამაცხელებელია.
გარდაცვლილთა ბინიდან ერთ-ერთი მეზობლის ბინაში დიდი რაოდენობით წყალი ჩავიდა, მოგვიანებით გაარკვიეს, რომ ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იყო. ადგილზე მისულ სამედიცინო ბრიგადას ცოლ-ქმარი გარდაცვლილი დახვდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო (ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევა).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები