კონდიციონერის ჩაურთველობის გამო, 120 მძღოლს სანქციები დაუწესდა
მიკროავტობუსებში კონდიციონერების ჩართვაზე უარის გამო, სანქციები დაუწესდა 120 მძღოლს.
როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, ყველა მიკროავტობუსი ტექნიკურად მოწმდება და გაუმართავი კონდიციონერით მძღოლები სამუშაოდ არ გადიან. შესაბამისად, არგუმენტი, რომ კონდიციონერები არ მუშაობს, სიმართლეს არ შეესაბამება.
მძღოლებს მიკროავტობუსებში კონდიციონერის ჩართვა 1 ივლისიდან დაევალათ.