ირაკლი ლექვინაძე: ჩვენი სურვილია რკინიგზა თბილისის გარეთ გადავიდეს
ჩვენი სურვილია რკინიგზა თბილისის გარეთ გადავიტანოთ, რადგან თბილისში განვითარებისთვის უფრო მეტი შესაძლებლობა იყოს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
,,მიმდინარეობს ტექნიკურ–ეკონომიკური კვლევა, რამდენიმე სცენართან დაკავშირებით. ამ პროცესს ”საქართველოს რკინიგზა” ახორციელებს და როდესაც მას ამ კვლევის შედეგები ექნება, ბუნებრივია, გაასაჯაროებს. თბილისის მერიის სურვილია რკინიგზა თბილისს გარეთ გადავიდეს, რომ ქალაქს განვითარებისთვის მეტი შესაძლებლობა ჰქონდეს – იქნება ეს სარეკრეაციო სივრცე, ახალი სატრანსპორტო კორიდორი, თუ ურბანული განვითარების სხვადასხვა მიმართულება. ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა აჩვენებს არსებული სცენარებიდან, რომელი იქნება ყველაზე მიზანშეწონილი”, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.