“ელიავას ბაზრობისთვის” მიყენებული ზარალის ნაწილი ”თიბისი დაზღვევის” მიერ ანაზღაურდება

“ელიავას ბაზრობისთვის” მიყენებული ზარალის ნაწილი ”თიბისი დაზღვევის” მიერ ანაზღაურდება”, – ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი ბანკი“ ავრცელებს.
როგორც „თიბისი ბანკის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, “ელიავას ბაზრობის” ტერიტორიის ნაწილი, კერძოდ 850 კვ.მ ფართზე განლაგებული შენობა-ნაგებობები, რომელიც შპს „გუჯუჯს“ ეკუთვნოდა, ”თიბისი დაზღვევაში” იყო დაზღვეული. ”თიბისი ბანკის” ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ზარალის შესწავლა, რის შემდეგაც დაიწყება ანაზღაურების გაცემა. ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო ექსპერტიზა, რომლის დასკვნის შემდეგაც შესაძლებელი იქნება ზარალის ზუსტი მოცულობის დადგენა.
”შპს „გუჯუჯს“, რომელიც აერთიანებდა 30-მდე მაღაზიას, დაზღვეული ჰქონდა როგორც ქონება, ისე ბიზნესსაქმიანობის შეწყვეტის რისკიც, რაც იმედს იძლევა, რომ დაზარალებულებს მაქსიმალურად შეუმცირდებათ მიყენებული ზიანი. შეგახსენებთ, რომ ”თიბისი დაზღვევაში” ქონების დაზღვევისას, ბიზნესს შეუძლია შენობის კონსტრუქციის, რემონტის და მარაგების დაზღვევა ერთად ან ცალ-ცალკე. ასევე, შესაძლებელია საქმიანობის შეფერხებისგან დაზღვევაც. ეს იმ ზარალის ანაზღაურებას გულისხმობს, რაც კომპანიას, ქონების განადგურების გამო, საქმიანობის იძულებით შეწყვეტის შედეგად შეიძლება მიადგეს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები