თოფურიას ქუჩაზე სკვერი მოეწყო

ვაშლიჯვარში, თოფურიას ქუჩა №12 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერი მოეწყო. განახლებული სკვერი საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ და საბურთალოს მაჟორიტარმა დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ დაათვალიერეს.
რაიონული გამგეობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, სკვერში საბავშვო მოედანი გაკეთდა. ბავშვებისათვის საქანელა, სასრიალო და აიწონა-დაიწონა დამონტაჟდა, შეიცვალა საჩრდილობელი, ბილიკები, ურნები და სკამები. სამუშაოები, საბურთალოს რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „ჯეო პარკი“ განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები