პოლონეთში, სავაჭრო ქსელიდან კონტრაფაქციული ქართული ღვინოები გაყიდვებიდან ამოიღეს

ქართული და ევროპული ოფიციალური უწყებების ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, პოლონეთის ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო ქსელიდან კონტრაფაქციული ქართული ღვინოები გაყიდვებიდან ამოიღეს – ამის შესახებ ინფორმაცია ღვინის ეროვნულის სააგენტო საკუთარ ვებგვერდზეა განთავსებული.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი სამანიშვილის განცხადებით, პოლონეთის ერთ-ერთ სავაჭრო ქსელში აღმოჩენილ, უკრაინაში წარმოებულ ღვინის ეტიკეტებზე დატანილი იყო ქართული დაცული ადგილწარმოშობის დასახელება – “კახეთი“.
მისივე ინფორმაციით, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა – “საქპატენტმა” მითითებულ კონტრაფაქციულ საქონლთან დაკავშირებით, ევროკომისიის გენერალურ დირექტორატს მიმართეს.
“ევროკომისიის გენერალური დირექტორატის მიერ პოლონეთის სოფლის მეურნეობისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროსადმი გაცემული მითითების შესაბამისად, პოლონეთის სუპერმარკეტების ქსელში ინსპექტირება განხორციელდა. დადგინდა, რომ ღვინო უკრაინაში იყო წარმოებული და იყიდებოდა ქართული დაცული ადგილწარმოშობის დასახელება “კახეთის“ გამოყენებით, რის შემდგომ, იმიტირებული ქართული ღვინოები გაყიდვებიდან ამოიღეს“ – აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები