დავით ნარმანია გერმანული ავტოკორპორაციის „დაიმლერის“ წარმომადგენლებს შეხვდა

თბილისის მერი დავით ნარმანია, მოადგილესთან, ირაკლი ლექვინაძესთან და მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსთან, კახაბერ გვანცელაძესთან ერთად, გერმანული ავტოკორპორაციის „დაიმლერის“ წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემის განვითარებისა და ავტოპარკის სამომავლო განახლების გეგმაზე ისაუბრეს. თბილისის მერიის ინფორმაციით, ავტოკორპორაციის წარმომადგენლებმა მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების სფეროში თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს და „დაიმლერის“ მიერ წარმოებული სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებისა და მათი უახლესი ტექნოლოგიებით ოპერირების გეგმის პრეზენტაცია გამართეს.

კომპანია „დაიმლერი“ მერსედეს-ბენცის სამარკო ნიშნის ქვეშ ფართო არეალის და დანიშნულების ტრანსპორტს ამზადებს, მათ შორის, ავტობუსებსა და მინი-ვენებს. თბილისის მერმა გერმანულ კომპანიასთან სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა და აღნიშნა, რომ კიდევ ერთ ცნობილ გერმანულ ავტომწარმოებელთან თანამშრომლობა ქართული მხარისთვის საინტერესო იქნება.

დავით ნარმანიას თქმით, თბილისის მერიის ავტოპარკის განახლების 4-წლიანი გეგმის ფარგლებში, ავტობუსების განახლების პროცესი გრძელდება და ახალ ავტობუსებზე ტენდერის გამოცხადების შემთხვევაში, კომპანია „დაიმლერს“ მასში მონაწილეობის საშუალება ექნება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები