თბილისის საკრებულოში წარმატებული სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ქეთევან ჯოხაძე და საკრებულოს წევრი ბესარიონ ქარცივაძე გიმნაზიის, „აია – GESS“ მოსწავლეებს შეხვდნენ. თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც ბესარიონ ქარცივაძის ინიციატივით, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში გაიმართა, საკრებულოს წარმომადგენლებმა მოსწავლეებს მოსვლისთვის მადლობა გადაუხადეს, თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ მხარდაჭერილი საგანმანათლებლო და სპორტული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და წარმატებები უსურვეს.

თვის მხრივ, მოსწავლეებმა საკრებულოს წარმომადგენლებს ის საერთაშორისო მეცნიერული პროექტები გააცნეს, რომლებშიც მათ მონაწილეობა მიიღეს და წარმატებას მიაღწიეს. „აია – GESS“ -ის მოსწავლეებმა მიმდინარე წლის ივნისში ამერიკის შეერთებულ შტატებში, ოსვეგოს უნივერსიტეტში გამართულ გენიოსების საერთაშორისო ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლები და მეოთხე ადგილი მოიპოვეს. ამასთანავე, ისინი რუმინეთში დაგეგმილ მათემატიკის საერთაშორისო ტურნირში და ბევრ სხვა საერთაშორისო სამეცნიერო პროექტში იღებენ მონაწილეობას.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები