ხაშურამდე ახალი ჩქაროსნული გზის მშენებლობა ივლისის ბოლოს დასრულდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი, აგარა-ზემო ოსიაურის 12-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო, რომელიც ივლისის ბოლოს დასრულდება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 7-კილომეტრიან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 2016 წლის ივნისში გაიხსნა, დარჩენილ 5 კილომეტრზე კი სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და 2017 წლის ივლისის ბოლოს დასრულდება.

აგარა–ზემო ოსიაურის მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლით, გაიზრდება ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობა, გაუმჯობესდება ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილება და შემცირდება მგზავრობის დრო. უწყების ცნობით, სამუშაოებზე დასაქმებულია 500-მდე ადამიანი. პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია ოთხზოლიანი ცემენტ-ბეტონის საფარიანი გზის, 8 ხიდის, მათ შორის, 2 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გადასასვლელების მშენებლობა, ასევე, გზის 3,8 კმ-იანი მონაკვეთის გასწვრივ, მიმდინარეობს ნაპირდაცვითი ნაგებობის მოწყობა.

პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 105 019 564 მილიონ ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები