თინათინ ბერძენიშვილი: წარმოდგენილი პროექტის განხორციელების შედეგად, ახალ ტელევიზიას მივიღებთ

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” მედიისა და კომუნიკაციის ბლოკის დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა დღეს გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ 2015 წელს მაუწყებელმა ყველა ვალი გადაიხადა, რის შემდეგაც არაერთი პროექტი დაიწყო და განახორციელა.
„2015 წელს მაუწყებელი ყველა ვალისგან გათავისუფლდა, რის შემდეგაც არაერთი პროექტი დაიწყო და განხორციელდა. მათ შორის, მოხდა მცირე ტექნიკური ცვლილებები იმისათვის, რომ “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ეთერში კვლავ ყოფილიყო და არ გათიშულიყო. ეს გადაუდებელი შესყიდვების დამსახურებაა. დღეს წარმოდგენილ პროექტში კი ძირფესვიან, საფუძვლიან, დიდ გეგმაზე ვსაუბრობთ, რომლის განხორციელების შედეგად, ახალ ტელევიზიას მივიღებთ. ჩვენ ვსაუბრობთ ახალ ტელევიზიაზე და ეს რეალობაა. ახლა არ ვლაპარაკობთ მცირე გადაიარაღებაზე, ტექნიკის შეკეთებაზე, კამერის ან სამაგრის ყიდვაზე, რომელსაც, ცხადია, წინა მენეჯმენტი ახორციელებდა და არც ის ვალები დაგვავიწყდეს, რომლის პირობებშიც მაუწყებელს ოპერირება უწევდა“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები