ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულები თბილისის ვიცე-მერსა და მერის მოადგილეს ხვდებიან
ამ წუთებში, ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულები ბაზრობის პირველი სექტორის დირექტორთან, გოჩა ხეცურიანთან ერთად, თბილისის ვიცე-მერს, ლაშა აბაშიძეს და მერის მოადგილეს, ირაკლი ლექვინაძეს ხვდებიან.
„მოვედით, რომ ვიცე-მერს შევხვდეთ. დაგვიბარეს და ითხოვენ დაზარალებული მეწარმეების სახელსა და გვარს, ასევე, რა რაოდენობის ზარალი მიადგათ, ბანკში რა დავალიანება აქვთ. შესაბამისად, ვთვლით, რომ ბანკებში სესხების გადავადებაში ალბათ, რაღაც დახმარება იქნება. ახლა კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით“, – განაცხადა ხეცურიანმა.