გიგლა აგულაშვილი ნადირობისა და ველური ბუნების დაცვის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ნადირობის და ველური ბუნების დაცვის საერთაშორისო საბჭოს(CIC) პრეზიდენტს, ჯორჯ ამანის შეხვდა.
როგორც „კვირას“ უწყებიდან აცნობეს, საბჭო არის პოლიტიკურად დამოუკიდებელი საკონსულტაციო ორგანო, რომელიც მიზნად ისახავს ველური ბუნებისა და ნადირობის შენარჩუნებას. ამ მიზნის მისაღწევად, CIC ხელს უწყობს ველური რესურსების მდგრადი გამოყენების ხელშეწყობას. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმა სტუმრებს პრეზენტაციები ეროვნული საშენი მეურნეობის, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და ბიომრავალფეროვნების და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ წარუდგინეს.
ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები ეროვნული საშენი მეურნეობის ინფრასტრუქტურას დაათვალიერებენ და ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიას ეწვევიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები