ქართული პროდუქცია ყატარში ექსპორტზე გავიდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ის “აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერის ფარგლებში, ქართულმა კომპანია „იუვის ბერის“-მა ყატარში ექსპორტი გაიტანა. გატანილია ლურჯი მოცვი, პომიდორი, ქინძი, ოხრახუში, კამა და სხვა სახის მწვანილი.
როგორც ,,კვირას: მუწყებიდან აცნობეს წელის ივნისში ყატარში ახალი ექსპორტიორი ქვეყნების და კომპანიების მოძიების საჭიროება გაჩნდა, რაც განსაკუთრებით საკვები პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს შეეხო.
ყატარის მსხვილმა კომპანიებმა საქართველოს საელჩოს ყატარში პოტენციური პარტნიორების იდენტიფიცირებაში დახმარებისთვის მიმართეს. სწორედ ამ მიზნით, სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის ხელშეწყობის დეპარტამენტის წარმომადგენლები, 100-ზე მეტ კერძო კომპანიას დაუკავშირდნენ და ამჟამად, საქართველოს საელჩო ყატარში, აქტიურად ეხმარება ქართულ კომპანიებს საკუთარი პროდუქციის საზღვარგარეთ გატანაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები