ელიავას ბაზრობის დაზარალებულებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

ელიავას ბაზრობის დაზარალებულებსა და პოლიციას შორის მცირე ინციდენტი მოხდა. დაზარალებულები საკუთარ მაღაზიებში შესვლას ძალის გამოყენებით ცდილობენ. მათ საკუთარი გადარჩენილი ნივთების გამოტანა სურთ.
პოლიციის თანამშრომლები დაზარალებულებს შესვლას უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით, უკრძალავენ.
შეგახსენებთ, რომ ელიავას ბაზრობაზე ხანძარი 2 ივლისის საღამოს გაჩნდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები