როდიდან აგრილდება საქართველოში – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

5-დან 8 ივლისის ჩათვლით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ცივი ჰაერის მასების გავრცელების გამო, აგრილდება. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
მოსალოდნელია ნალექი (უმეტესად, დასავლეთ საქართველში), ზოგან ძლიერი, ელჭექი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან სეტყვას ელიან.
„4 ივლისის დღის ბოლოდან, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოსალოდნელია ჰაერის ცივი მასების გავრცელება, რაც ზღვის სანაპირო ზოლში ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვან დაკლებას, ქარს – დროგამოშვებით ძლიერს – ზღვაზე შტორმს, ელჭექს და ნალექებს გამოიწვევს.
5-დან 8 ივლისის ჩათვლით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ცივი ჰაერის მასების გავრცელების გამო, აგრილდება, მოსალოდნელია ნალექი (უმეტესად დასავლეთ საქართველში), ზოგან ძლიერი, ელჭექი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან სეტყვა“, -ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები