“ელიავას ბაზრობაზე”, ხანძრის ტერიტორიაზე, დაზარალებული მოვაჭრეების შეშვება დაიწყო

ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შემდეგ, დაზარალებული მოვაჭრეები ტერიტორიაზე შედიან. დაზარალებულების შესვლა ტერიტორიაზე ეტაპობრივად, სიის მიხედვით მოხდება. პროცესი რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. ჯგუფები 4 მოვაჭრისგან შედგება.
მოვაჭრეების ადგილზე შესვლას კოორდინაციას ელიავას ბაზრობის ადმინისტრაცია ახორციელებს. ადგილზე ასევე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები, რომლებიც უსაფრთხოებას აკონტროლებენ. პრევენციის მიზნით, ადგილზე  მობილიზებულია ერთი სახანძრო-სამაშველო ბრიგადაც.
ტერიტორიაზე, სიტუაციის შესასწავლად, კვლავინდებურად რჩებიან სპეციალურად შექმნილი კომისიის წარმომადგენლებიც, რომელთა მუშაობის დასრულების შემდეგ, არ არის გამორიცხული,  თბილისის მერიაში შეხვედრა გაიმართოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები