თბილისში საქართველო-დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა, მინდია ჯანელიძემ ბრიტანელ დიპლომატებთან უსაფრთხოების და კრიზისების მართვის სფეროში ურთიერთობებზე და ამ კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრა.
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა, მინდია ჯანელიძემ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჯასტინ მაკკენზი სმიტს და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის დირექტორატის ხელმძღვანელს, ნიკოლა პოლიტის უმასპინძლა.
მინდია ჯანელიძემ ბრიტანულ მხარეს საქართველოში კრიზისების მართვის სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დიდ ბრიტანეთთან სტრატეგიული პარტნიორობის და თანამშრომლობის გაღრმავებას, უსაფრთხოებისა და კრიზისების მენეჯმენტის მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები