eAuction.ge მომხმარებლებს ახალ სერვისს სთავაზობს

დღეიდან, ნებისმიერ დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს საშუალება აქვს, “ლიბერთი ბანკის” თვითმომსახურების ტერმინალებით, სწრაფად და მარტივად განახორციელოს ელექტრონული აუქციონის საგარანტიო, დარჩენილი ღირებულებებისა და ვებგვერდის მომსახურების თანხების გადახდა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აპარატის დახმარებით, ჩასარიცხი თანხის ლიმიტი განსაზღვრულია 0,5 ლარიდან – 1500 ლარამდე. დაინტერესებულმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა, შესაბამისი ოპერაციის შესასრულებლად, სწრაფი ჩარიცხვის აპარატზე აირჩიეთ: სხვა პოპულარული კატეგორიები, ინტერნეტმომსახურება eAuction.ge და მიჰყევით ინსტრუქციას.
ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო განაგრძობს ელექტრონული ანგარიშსწორების განვითარებას და კიდევ მრავალ სიახლეს ჰპირდება მომხმარებელს. დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: 2 601 601

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები