„თბილისის მიკროავტობუსი“: ყველა მძღოლს მიეცა კეტეგორიული მითითება ავტოსატრანსპორტო საშუალებაში ჩართოს კონდენცირების სისტემა

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ჰაერის ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით, კომპანიის მიერ ყველა მძღოლის მიეცა კატეგორიული მითითება, ავტოსატრანსპორტო საშუალებაში ჩართოს კონდიცირების სისტემა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სატრანსპორტო კომპანია იძულებული იქნება,  გამოიყენოს მკაცრი სანქციები ურჩი მძღოლების მიმართ.
„მოგახსენებთ, რომ ჰაერის ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით, კომპანიის მიერ ყველა მძღოლის მიეცა კატეგორიული მითითება, ავტოსატრანსპორტო საშუალებაში ჩართოს კონდიცირების სისტემა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სატრანსპორტო კომპანია იძულებული იქნება, გამოიყენოს მკაცრი სანქციები ურჩი მძღოლების მიმართ, ასევე, უმორჩილესად ვთხოვთ მომხმარებელს, ყველა ასეთი შემთხვევის შესახებ დატოვოს შეტყობინება ცხელი ხაზის ნომერზე 32 2 200 340. „თბილისის მიკროავტობუსი“ სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ავტოპარკის თითქმის მთლიან შემადგენლობაში კონდიცირების სისტემა მოწესრიგებულია და ასევე, მძღოლები სარგებლობენ საზაფხულო საშეღავათო სისტემით, რაც გაგრილების საშუალების ჩართვის შედეგად, საწვავის მატების ხარჯს მთლიანად ფარავს. გარდა ამისა, მძღოლების ის ნაწილი, რომელთა მიმართებაშიც ცხელი დღეების განმავლობაში არ დაფიქსირდება პრეტენზია მონიტორინგის სამსახურში, დამატებით იქნება კომპანიის მიერ წახალისებული და ასეთი მძღოლები არ გადაიხდიან იმ დღის გეგმიურ გადასახადს“,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები