თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ ვასილ მშვენიერაძე დაინიშნა

იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის თავმჯდომარედ ვასილ მშვენიერაძე დაინიშნა.
ეს გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
მის კანდიდატურას მხარი 12-მა წევრმა დაუჭირა, ორი არამოსამართლე წევრი – ვახტანგ მჭედლიშვილი და ნაზი ჯანეზაშვილი – წინააღმდეგი იყო.
მშვენიერაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია. იგი ამ თანამდებობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს შეცვლის.
მშვენიერაძის კანდიდატურა საბჭოს თავად მიქაუტაძემ წარუდგინა.
საბჭომ ეს პოზიცია არ გაიზიარა და მშვენიერაძე საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ 5 წლით აირჩია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები