გიორგი მღებრიშვილმა მეხანძრე-მაშველებს გმირული შრომისთვის მადლობა გადაუხადა

შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებთან შეხვედრაზე მეხანძრე-მაშველებს ელიავას ბაზრობაზე გაჩენილ ხანძარზე ოპერატიული და მაღალპროფესიონალური რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა.
„დიდი მადლობა მინდა გითხრათ გმირული შრომისთვის, თავგანწირვისთვის. არაერთხელ მითქვამს, რომ თქვენ ხართ ყოველთვის იქ, სადაც ადამიანებს სჭირდებით“,- განაცხადა შს მინისტრმა და სააგენტოს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, პოლიციის პოლკოვნიკი, ნიკოლოზ სირაძე წარუდგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები