მერიის მონიტორინგის შედეგად, გაგრილების სისტემები ჩართულია მიკროავტობუსების 20%-ში

თბილისის მერის დავალებით, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მობილურმა ჯგუფებმა მიკროავტობუსებში კონდიცირების მონიტორინგის მიზნით, უკვე 35 მარშრუტი შეამოწმეს. ამ ეტაპზე, გამოვლენილია, რომ გაგრილების სისტემები ჩართულია მიკროავტობუსების 20%-ში.
მერიის მონიტორინგის ჯგუფები კომპანიას რეაგირებისთვის გადასცემენ იმ მიკროავტობუსების სიას, რომლებსაც მგზავრების გადაყვანისას, კონდიციონერები გამორთული ექნებათ. კომპანია თბილისის მერიასთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები