თბილისის ზღვაში მაშველებმა 15 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს

თბილისის ზღვაში მაშველებმა 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს.
მაშველები მოზარდს ერთი საათის განმავლობაში ეძებდნენ.
შეგახსენებთ, რომ მოზარდი 2 მეგობართან ერთად, თბილისის ზღვაზე ე.წ. წყალსაქაჩის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, როდესაც ბავშვი გაუჩინარდა.
ცნობისათვის, ამ ტერიტორიაზე ბანაობა აკრძალულია და ამისთვის აქ შესაბამისი წარწერებიც არის განთავსებული.
თუმცა, ადგილობრივების განცხადებით, ე.წ. წყალსაქაჩის მიმდებარედ საბანაოდ არასრულწლოვნები ხშირად დადიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები