შემოსავლების სამსახური ხანძრის შედეგად დაზარალებულ მეწარმეებს დაეხმარება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მზადაა 2 ივლისს, ე.წ. ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულ მეწარმეებს დახმარება გაუწიოს.
აღნიშნულთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს.
უწყებაში აცხადებენ, რომ ხანძრის შედეგად განადგურებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებთან დაკავშირებით, დაზარალებულ მეწარმეებს საგადასახადო ვალდებულებები არ წარმოეშვებათ.
„დაზარალებული პირების იდენტიფიცირების შემდეგ, ხანძრის ზემოქმედების შედეგად განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დადასტურება შემოსავლების სამსახურის მიერ, განხორციელდება ადგილზე გაუსვლელად, საგადასახადო მონაცემთა ავტომატიზირებული სისტემის მეშვეობით და შესაბამისად, დაზარალებულ პირებს განადგურებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებთან დაკავშირებით, არ წარმოეშვებათ საგადასახადო ვალდებულებები“,- ნათქვამია განცხადებაში.
შესაბამისი პროცედურები უკვე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები