დამწვრობის ცენტრში მზის სხივებით დამწვარი 10 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 4 წლის ბავშვია

ამ წუთებში, დამწვრობის ცენტრში მზის სხივებით დამწვარი 10 პაციენტი მკურნალობს.
როგორც „კვირას“ იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, პაციენტთა შორის 7 მოზრდილი და 3 ბავშვია.
მათ შორის, ყველაზე პატარა 4 წლისაა.
ქაშიბაძის ინფორმაციით, სამედიცინო ცენტრს, ზაფხულის დადგომასთან დაკავშირებით, გარუჯვის მიზეზით 118-მა დამწვარმა  პაციენტმა მიაკითხა.
მათგან 20 სტაციონარში აღმოჩნდა, დანარჩენს კი ამბულატორიული მკურნალობა დასჭირდა.
ქაშიბაძის განცხადებით, წელს, შარშანდელთან შედარებით, მზით დამწვარ პაციენტთა რაოდენობა მკვეთრად გაზრდილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები