საქართველოში ტურისტთა რიცხვი 43 პროცენტით გაიზარდა

“ივნისში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 28.5 პროცენტით, ხოლო ტურისტთა რიცხვი 43 პროცენტით გაიზარდა”, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა და ექვსი თვის სტატისტიკური მონაცემები შეაჯამა.
2017 წლის ივნისში საქართველოს 667 ათასამდე საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 147 ათასით მეტია, წინა წლის პერიოდთან შედარებით. გიორგი ჩოგოვაძე იმედოვნებს, რომ 2017 წლის ბოლოს, ტურისტების ზრდის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდება.
„43%-ია მატება იმ ტურისტებში, რომლებიც 24 საათი და მეტი ჩერდებიან ჩვენს ქვეყანაში. მოხარული ვართ, რომ საქართველოში, დღესდღეობით, სიტყვა ტურიზმი წარმატებასთან ასოცირდება. ამას ხელს უწყობს ისიც, რომ 2017 წლის ექვსი თვის მონაცემები დამაკმაყოფილებელია. 2017 წლის ბოლოს, ჩვენ გვექნება ახალი რეკორდი და დიდი იმედი მაქვს, რომ შვიდმემილიონე ტურისტის შემოსვლას აღვნიშნავთ წელს“, – განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.
ცნობისათვის, თბილისის საკრებულოს ოპოზიცია იმ დადგენილებას ასაჩივრებდა, რომლითაც საკრებულომ ზვიად ნაზღაიძეს მილიონ ლარამდე ღირებულების ქონება და ფულადი თანხა გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები