გორში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 12 წლის ბიჭი დაშავდა

გორში, თამარ მეფის გამზირზე, მსუბუქი ავტომანქანა 12 წლის ბიჭს დაეჯახა. შემთხვევა, გუშინ, ჭალის დასახლებაში მოხდა.
შემთხვევის ადგილზე სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული მოზარდი “გორმედის” საავადმყოფოში გადაიყვანა.
გადაუდებელი დახმარების შემდეგ, სამედიცინო პერსონალმა გადაწყვიტა, რომ ბავშვის მკურნალობა და ოპერაცია თბილისში გაგრძელებულიყო.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები