ლაშა აბაშიძე: “ელიავას ბაზრობაზე” ხანძარს მაღაზიების და საქონლის დიდი ნაწილი გადაურჩა

თბილისის ვიცე-მერის, ლაშა აბაშიძის განცხადებით, “ელიავას ბაზრობაზე” საქონლისა და მაღაზიების დიდი ნაწილი გადარჩენილია.

მისივე თქმით, დღესვე, დედაქალაქის მთავრობის წარმომადგენლები მაღაზიების მეპატრონეებს შეხვდებიან.

”ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. შიგნით რაიმე ახალი კერის გაჩენის შესაძლებლობა არ არსებობს. ძალიან კარგად იმუშვეს სახანძრო და სამაშველო სამსახურებმა, რადგან საკმაოდ ინტენსიური ხანძარი იყო. ჩვენი დღვანდელი გეგმაა, შიგნით მოხდეს მდგომარეობის სრული აღწერა, თუ რა არის გადარჩენილი და რა არის დაზიანებული. ამ აღწერის შემდეგ, ჩვენ გვინდა, შევხვდეთ მეპატრონეებს და მათთან ერთად დავგეგმავთ შემდეგ ნაბიჯებს. რაც მთავარია, შიგნით საკმაოდ ბევრი საქონელი არის გადარჩენილი. ორი მაღაზია არის გადარჩენილი. ეს საქონელი და მაღაზიები გადარჩნენ იმის გამო, რომ ისინი კაპიტალურად, შუშებში არის მოწყობილი”, – განაცხადა აბაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები