პრეზიდენტი აბიტურიენტებს: მჯერა, რომ თითოეული თქვენგანი იპოვის ღირსეულ ადგილს საზოგადოებაში

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აბიტურიენტებს მიმართავს და ეროვნული გამოცდებზე წარმატებას უსურვებს. პრეზიდენტი თვლის, რომ მეცნიერება და შემოქმედება, ახალი ცოდნის წარმოების პროცესი არის ის, რასაც თითოეული ქვეყნის განვითარება თუ მთლიანად, კაცობრიობის წინსვლა ეფუძნება.
“ძვირფასო აბიტურიენტებო, თქვენს ცხოვრებაში, შესაძლოა, აქამდე ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო დღეები დაიწყო. მჯერა, რომ, რა პროფესიაც არ უნდა აირჩიოთ მომავალში, თითოეული თქვენგანი იპოვის საკუთარ გზას ცხოვრებაში, ღირსეულ ადგილს საზოგადოებაში. ამავე დროს, ღრმად მწამს, რომ მეცნიერება და შემოქმედება, ახალი ცოდნის წარმოების პროცესი არის ის, რასაც თითოეული ქვეყნის განვითარება თუ მთლიანად, კაცობრიობის წინსვლა ეფუძნება. ამიტომ, მთელი გულით გისურვებთ, რომ წარმატებით ჩააბაროთ გამოცდები და ახალი სასწავლო წლიდან უნივერსიტეტებში გააგრძელოთ იმ ცოდნის გაღრმავება, რომელსაც სკოლებში ეუფლებოდით. მჯერა, რომ წინ შემეცნების სიხარულით აღსავსე, საინტერესო ცხოვრება გელით და თქვენი შრომა ჩვენს ქვეყანას ისევე გამოადგება, როგორც თქვენ პირად წინსვლას”,- ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის მიმართვაში

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები