დღეს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, 3 ივლისს თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
„თელასის“ ინფორმაციით, ვაკის რაიონში 10:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის შესახვევი №5-ის მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების და იუმაშევის ქუჩის მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრის და აგრარული უნივერსიტეტის დასახლების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლაღიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
„თელასი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები