მაია მიმინოშვილი: ერთიან ეროვნული გამოცდებში 39 000-მდე აბიტურიენტი მონაწილეობს

დღეს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ზუსტად 09:00 საათზე დაიწყო. წელს, გამოცდებში 39 000-მდე აბიტურიენტი მონაწილეობს.
როგორც ჟურნალისტებს, შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია მიმინოშვილმა განუცხადა, წელს, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 41 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.
“დღეს დაიწყო საგამოცდო პროცესი. 41 500-ზე მეტი აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, თუმცა გარკვეული რაოდენობა აბიტურიენტებისა გამოაკლდა პროცესს, იმის გამო, რომ გამოსაშვებ გამოცდებზე ერთ-ერთ საგანში მაინც ვერ გადალახეს მინიმალური ბარიერი. აქედან გამომდინარე, დაახლოებით 39 000-მდე აბიტურიენტი მონაწილეობს პროცესში. მთელი საქართველოს მასშტაბით, 22 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებს. წელს ერთი ახალი საგამოცდო ცენტრი დაემატა თბილისში. 08:00 საათზე დაიწყო რეგისტრაცია პირველი ნაკადისთვის და ზუსტად 09:00 საათზე დასრულდა”, – განაცხადა მაია მიმინოშვილმა.
მისივე თქმით, რამდენიმე აბიტურიენტს ნაკადი აერია.
“თუმცა პირველი ნაკადია ეს, მეორეზე იყვნენ განაწილებული და პრობლემა არ შეექმნებათ. ყოველ შემთხვევაში, ის, რისიც მეშინოდა, არ დაფიქსირებულა. კერძოდ, არ ყოფილა შემთხვევა იმისა, რომ საგამოცდო ცენტრი არეოდა აბიტურიენტს თბილისში ან ქუთაისში”,- განაცხადა მიმინოშვილმა.
მისივე თქმით, პირველადი შედეგების გამოქვეყნება ივლისის ბოლოდან დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები