ელიავას ბაზრობა იწვის

ელიავას ბაზრობაზე ხანძარია. ცეცხლი ავტონაწილების ბაზრობას უკიდია. ადგილზე 17 სახანძრო სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული. მობილიზებულია სასწრაფო დახმარების სამსახური.|
უცნობია, რა ფართობზეა ცეცხლი, ადგილობრივი მოსახლეობა აღნიშნავს, რომ ხანძრის გამო  დიდი დაკვამლიანებაა.
ძლიერი ხანძრის გამო მიმდებარე საცხოვრებელ კორპუსებში ელექტროენერგია გათიშეს. მოსახლეობის ევაკუაცია საჭირო არ გახდა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ბაზრობის ტერიტორიიდან ისმის აფეთქებების ხმა.
ხანძრის ადგილზე მივიდნენ დაზარალებულები,ისინი ტერიტორიაზე შესვლას ითხოვენ. ადგილზე მობილიზებულია , სახანძრო, პოლიცია და სასწრაფო. ელიავას ბაზრობის თანამშრომლები აცხადებენ, რომ იწვის რეზინების და საბურავების სათავსოები. ხანძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზს ბაზრობის თანამშრომლები ვერ ასახელებენ.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ნახევარი სააათის უკან, ცეცხლი თითქმის ქრებოდა, მაგრამ მოულოდნელად ის გაძლიერდა. მიზეზი მოსახლეობისთვის უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები