მარიამ ჯაში: გვჭირდება მძლავრი პედიატრიული ონკოლოგიური სერვისის დაფუძნება

სამგორის რაიონის 115-ე საბავშვო ბაღის თანამშრომლები სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად „საქართველოს სოლიდარობის ფონდის” მხარდასაჭერ აქციას შეუერთდნენ.
ღონისძიებაში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი მარიამ ჯაში მონაწილეობდა. ღონისძიებას სამგორის რაიონის სხვა ბაგა-ბაღების ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ.
„გვჭირდება კიდევ უფრო მეტი მონაწილეობა იმისთვის, რომ შევძლოთ მძლავრი პედიატრიული ონკოლოგიური სერვისის დაფუძნება”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები