საქართველოს მოქალაქის ძებნაში საბერძნეთის სამართალდამცველები ჩაერთვებიან

სამი დღის უკან დაკარგულ საქართველოს მოქალაქეს, გივი მჭედლიშვილს, საბერძნეთის საზღვარი არ გადაუკვეთავს, – ამ ინფორმაციას საბერძნეთში საქართველოს საელჩო ადასტურებს.
“სალონიკში  გენერალურ კონსულს დავუკავშირდით, რომელიც  თურქეთ- საბერძნეთის საზღვარს  დაუკავშირდა. გაირკვა, რომ 30 ივნისს, მოქალაქე მჭედლიშვილი საზღვარზე  იმყოფებოდა, მაგრამ საბუთების უქონლობის გამო საბერძნეთში არ გადაუშვეს. მას საბერძნეთის საზღვარი არ გადმოუკვეთავს. ამ ფაქტს  საბერძნეთის შსს-ს შევატყობინებთ და  დამატებითი ინფორმაციის მოძიებაში დაგვეხმარებიან .”- აცხადებენ საბერძნეთში საქართველოს საელჩოში.
საქართველოს მოქალაქის გივი მჭედლიშვილის დაკარგვის თაობაზე ინფორმაცია, ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები