ქართველი ახალგაზრდა, რომელიც საბერძნეთში დედის სანახავად მიემგზავრებოდა, გაუჩინარდა

საბერძნეთ-თურქეთის საზღვრიდან, საბერძნეთისკენ მიმავალი საქართველოს მოქალაქე – გივი მჭედლიშვილი გაუჩინარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
„დღეს დილით ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრს თხოვნით მიმართეს საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებისთვისაც ცნობილი გახდა, რომ საბერძნეთ-თურქეთის საზღვრიდან, საბერძნეთისაკენ მიმავალი საქართველოს მოქალაქე, 1998 წლის 4 ივლისს დაბადებული გივი მჭედლიშვილი, რომელმაც მესაზღვრეთა გადაწყვეტილებით  ევროკავშირის საზღვრი ვერ გადაკვეთა, 3 დღეა დაკარგულია.
ოჯახს მის შესახებ სხვა ინფორმაცია არ აქვს. მჭედლიშვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. იგი საბერძნეთში, ათენში დედის მოსანახულებლად, მოწვევის საფუძველზე მოემგზავრებოდა.
ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრი თხოვნით მივმართავთ თესალონიკში საქართველოს გენერალურ კონსულს ბ-ნ მუხრან გულაღაშვილს და სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსულს ბ-ნ ირაკლი ასაშვილს, დახმარება გაუწიონ ოჯახს“, -ნათქვამია განცხადებაში.
ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრი თხოვნით მიმართავს, საბერძნეთის და თურქეთის რესპუბლიკებში მცხოვრებ თანამემამულეებსაც, თუ ამ პიროვნების შესახებ ვინმეს რაიმე ინფორმაცია აქვს, დარეკოს შემდეგ ნომრებზე + 306994442225 – ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრი; +90 541 818 44 00 – სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო; +30 2310 42-90-09 – თესალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები