ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს.
როგორც ,,კვირას“   ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს მებრძოლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე, მისი მოადგილე ჯანდრი უბირია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელი ვახტანგ ყოლბაია და საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე აკია ბარბაქაძე, ასევე საქართველოს პარლამენტის დეპუტატი კობა კობალაძე.
ღონისძიების მონაწილეებმა, გმირთა მოედანზე, გვირგვინით შეამკეს 1993 წლის 2-3 ივლისს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის  ბრძოლაში დაღუპული მებრძოლების მემორიალი.
მოგვიანებით კი უწყებების ხელმძღვანელებმა და სტუმრებმა პატივი მიაგეს  ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპული იმ მეომრების ხსოვნას, რომლებიც  ელიას მთაზე და დიღმის საძმო სასაფლაოზე არიან დაკრძალული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები