ილია მეორემ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები დააჯილდოვა

საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენლთა განსაკუთრებულ ღვაწლზე ისაუბრა და ისინი საპატრიარქოს სიგელებით დააჯილდოვა.
,,დღეს ჩვენთან მობრძანებულნი არიან ხელნაწერთა ინსტიტუტის ძველი თანამშრომლები. დიდი მადლობა მათ იმ დიდი შრომისთვის, რომელიც გასწიეს და რომელსაც ეწევიან ხელნაწერთა ინსტიტუტში. ხელნაწერთა ინსტიტუტი  ჩვენი სულიერებაა. რა იქნებოდა საქართველო ამ ხელნაწერების გარეშე. აქ დიდი მეცნიერები მოღვაწეობდნენ და ჩვენ ქედს ვიხრით მათ წინაშე. თქვენ დიდი შრომა გასწიეთ იმისათვის, რომ წმინდა მამების შრომები არ დაკარგულიყო, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაჯილდოვდეთ საპატრიარქოს სიგელებით,“- განაცხადა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ილია მეორემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები