პრემიერმა კანადელ ხალხსა და მთავრობას ეროვნული დღესასწაული მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა კანადელ ხალხსა და მთავრობას ეროვნული დღესასწაული, ბრიტანული ჩრდილოეთ ამერიკის აქტის ხელმოწერის 150-ე წლისთავი მიულოცა.
როგორც მან აღნიშნა, კანადა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერია.
„საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, კანადის ეროვნულ დღესასწაულს, ბრიტანული ჩრდილოეთ ამერიკის აქტის ხელმოწერის 150-ე წლისთავს ვულოცავ ჩვენს მეგობარ კანადელ ხალხსა და კანადის მთავრობას.
კანადა არის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერი და ჩვენ გამორჩეულად ვაფასებთ ამ თანადგომას.
დარწმუნებული ვარ, კანადასა და საქართველოს შორის ჩამოყალიბებული მეგობრული ურთიერთობა, ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
მთელი გულით ვუსურვებ კანადელ ხალხს მშვიდობას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას“,- ნათქვამია მილოცვის ტექსტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები