სოციალურად დაუცველებისთვის, რომელთაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ, მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა ამოქმედდა

1 ივლისიდან, ჯანდაცვის სამინისტროს ახალი პროგრამის ფარგლებში, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ, მედიკამენტების სიმბოლურ ფასად მიღება შეეძლებათ.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღესვე, პირველმა ბენეფიციარებმა საჭირო მედიკამენტები „პე-ეს-პეს“ შესაბამისი აფთიაქიდან შეიძინეს. მათ 3 თვის სამყოფ დოზაში მინიმუმ 5 თეთრი და მაქსიმუმ 1 ლარი გადაიხადეს.
წამლების გაცემის პირველ დღეს ბენეფიციარებს და აფთიაქის თანამშრომლებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ზაზა სოფრომაძე პირადად შეხვდნენ.
მედიკამენტების გაცემის პროცესისა და პროგრამის დაწყების მონიტორინგის მიზნით, ზაზა სოფრომაძემ ბენეფიციარების და „პე-ეს-პეს“ წარმომადგენელთა მოსაზრებები მოისმინა.
თბილისში, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამას,  ჯერჯერობით, „პე-ეს-პეს“ 5 აფთიაქი მოემსახურება, პაციენტები კი პირველ ეტაპზე, 13 დასახელების, საერთაშორისო სტანდარტების მედიკამენტებს მიიღებენ.
 
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ მოქალაქეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ბაზაში არ აღემატება 100 000-ს და აწუხებთ შემდეგი ქრონიკული დაავადებები: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები; ფილტვის ქრონიკული დაავადებები;  ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები; დიაბეტის ტიპი 2 (არაინსულინდამოკიდებული).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები