ხაშურში ახალი მინი სტადიონის რეაბილიტაცია დასრულდა

ხაშურელ მოზარდებსა და ახალგაზრდებს ღია, თანამედროვე სპორტული მოედანი უკვე აქვთ და დღეიდან სხვადასხვა სპორტულ სახეობებში შეჯიბრის გამართვა შეუძლიათ. როგორც ,,კვირას“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, დასრულებული სამუშაოები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ დაათვალიერა.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 110 000 ლარით დაფინანსდა. მოეწყო სრული ინფრასტრუქტურა, გაკეთდა ბალახის საფარი და გარე განათება. როგორც, გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ, საქართველოს მასშტაბით, 35 სპორტული მოედნისა და 11 სპორტული კომპლექსის მშენებლობა-რეაბილიტაცია ისევ მიმდინარეობს. პროექტების ჯამური ბიუჯეტი 18 მილიონ ლარამდეა. განახლებული სპორტული ობიექტებით 100 000-მდე მოზარდი ისარგებლებს, რაც ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები