მოსახლეობასთან შეთანხმებით, გლდანში უკანონო ავტოფარეხების დემონტაჟი იწყება

გლდანის მე-7 მ/რ-ის, 23-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონო ავტოფარეხების დემონტაჟი იწყება.
როგორც “კვირას” თბილისის მერიიდან აცნობეს, სარეკრეაციო ზონაში მდებარე ფარეხების დემონტაჟს გლდანის რაიონის გამგეობა მოსახლეობასთან შეთანხმების საფუძველზე ახორციელებს.
ტერიტორიაზე მოეწყობა სკვერი და პარკირების ადგილები. აღნიშნულ მისამართზე ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც მიმდინარეობს. მოეწყობა წყალარინების ქსელი და დაიგება ასფალტის ახალი საფარი.
მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე დღეს თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი და გლდანის რაიონის გამგებელი დიმიტრი ორმოცაძე გაეცნენ. მერის მოადგილე და რაიონის გამგებელი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები