სურსათის ეროვნული სააგენტო: ქართულ სუნელზე დღეს არანაირი შეზღუდვა არ მოქმედებს

სურსათის ეროვნული სააგენტო სვანურ მარილთან დაკავშირებით, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქართულ სუნელზე დღეს არანაირი შეზღუდვა არ მოქმედებს.
„სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან! სურსათის ეროვნული სააგენტო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ქართულ სუნელზე დღეს არანაირი შეზღუდვა არ მოქმედებს. სააგენტო მუდმივად აწარმოებს მონიტორინგს და ლაბორატორიულ კვლევას.
დღეს ქართულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის განცხადება ქართული წარმოების სანელებლებში ტყვიის მაღალი შემცველობის შესახებ, რაც არის 2015 წლის ინფორმაცია და არავითარი საერთო არ აქვს დღევანდელ რეალობასთან. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან და ნუ შეიყვანენ საზოგადოებას შეცდომაში!“ – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ,  გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია რომ, ნიუ-იორკის ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტი მოქალაქეებს რეგულარულად აფრთხილებს ქართული წარმოების ზოგ სანელებელში ტყვიის მაღალ შემცველობასთან დაკავშირებით. გაფრთხილება განსაკუთრებით  ორსულებსა და ბავშვებს ეხებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები