საპარტნიორო ფონდს კომპანია Elbit Systems – Cyclone Ltd დელეგაცია ესტუმრა

 საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ ფონდში კომპანია Elbit Systems – Cyclone Ltd -ის დელეგაცია მიიღო. ფონდში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში სამოქალაქო ავიაციის კომპოზიტური ნაწილების ქარხნის მშენებლობის შესახებ მიმდინარე საკითხები განიხილეს. საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტმა პარტნიორ კომპანია „ელბიტ სისტემსის“ დელეგაციასთან მორიგ სამუშაო შეხვედრაზე სამოქალაქო ავიაციის კომპოზიტური ნაწილების ქარხნის მშენებლობის მიმდინარე სტატუსი, დანადგარების ტრანსპორტირებისა და სერთიფიცირების შესახებ იმსჯელეს. მხარეებმა ასევე, სამომავლო გეგმები დასახეს. Elbit Systems – Cyclone Ltd -ის დელეგაციამ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, დევიდ ვიდანის ხელმძღვანელობით, ქარხნის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.
კომპანიის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრა, ასევე, სამშენებლო კომპანია „ანაგის“ მენეჯმენტთან გამართეს. შეხვედრაზე მხარეებმა სამოქალაქო ავიაციის კომპოზიტური ნაწილების ქარხნის მშენებლობის პროცესთან დაკავშირებული დეტალები განიხილეს. Elbit Systems – Cyclone Ltd.-ისა და სს „საპარტნიორო ფონდის“ პროექტი მიზნად ისახავს, თბილისში აშენდეს ქარხანა, სადაც მსოფლიოში წამყვანი საავიაციო კომპანიებისათვის სამოქალაქო თვითმფრინავის კომპოზიტური დეტალები დამზადდება. პროექტი ხელს შეუწყობს საინჟინრო სფეროს განვითარებას და 300-ზე მეტი ადგილობრივის დასაქმებას, რომლებიც  ისრაელსა და საქართველოში გადამზადდებიან. ტრენინგების კურსის პირველი ეტაპი ისრაელში შედგა. 85 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტს საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო, საპარტნიორო ფონდი და მაღალი ტექნოლოგიების მსხვილი საერთაშორისო კომპანია Elbit Systems – Cyclone Ltd ერთობლივად ახორციელებენ. სამოქალაქო ავიაციის კომპოზიტური ნაწილების ქარხნის მიერ წარმოებული პროდუქტი მსოფლიო ბაზარზე, როგორც ფასით, ასევე ხარისხით, კონკურენტული იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები