კვარიათში ავტომობილი, რომელშიც 5 ადამიანი იმყოფებოდა, ზღვაში გადავარდა

კვარიათში მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ზღვაში გადავარდა.
ავტომობილში ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ზღვიდან ამოიყვანეს. შემთხვევა წუხელ, ღამის საათებში მოხდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ოთხ დაშავებულს კი დაჟეჟილობა აღენიშნება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები